воскресенье, 15 мая 2016 г.

რეფლექსია მეცხრე დღე.

         ტრენინგიც დასრულდა. საკმაოდ საინტერესო და შრომატევადი.ცოტა გული მწყდება, რადგან ძალიან ბევრის მომცემია , თავდაჯერებულობა უფრო მეტია და ხვდები რომ ბევრია კიდევ სასწავლი. პროექტზე მუშაობაც  დავასრულე და ვფიქრობ ეს საქმე უკვე კარგად გამომდის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ დავითს ასეთი ნაყოფიერი ტრენინგისთვის. ჩემს კოლეგებს კი წარმატებები. 

суббота, 14 мая 2016 г.

რეფლექსია მერვე დღე

     დღეს უკვე დავამთავრეთ თითქმის პროექტზე მუშაობა , გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია . ძალიან საინტერესო იყო.ვფიქრობ კარგი პროექტი გამომივიდა. 

суббота, 23 апреля 2016 г.

რეფლექსია მეშვიდე დღე

      კიდევ ერთი საინტერესო დღე . ჩემი პროექტიც ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება , სულ ცოტაც და მისია შესრულებულია.დღეს ვისწავლეთ დისკზე ატვირთული მასალის გაზიარება და სასარგებლო ინტერნეტ რესურსებს . 

პროექტის პორტფოლიო

воскресенье, 17 апреля 2016 г.

რეფლექსიის მეექვსე დღე .

აი უკვე მეექვსე დღეა ვაგრძელებ პროექტზე მუშაობას და ვხვდები რომ ეს  "კარგად" გამომდის.პროექტიც იხვეწება.იმატებს ინტერესიც და მართლა რაც უფრო უღრმავდები ,  მით უფრო მეტის გაგების სურვილი გიჩნდება და ხვდები რომ პროექტზე მუშაობის საკითხი   ამოუწურავია .  დღეს ვისაუბრეთ პროექტში არსებული სხვა საკითხების შევსებაზე , როგორიც არის წინარე ცოდნა ,  სასწავლო პროცედურები  და დიფერენცირებული სწავლება . მართალია ეს მნიშვნელოვანია , მაგრამ დღეს ჩემთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა Power Point-ში მუშაობა , ალბათ პრეზენტაციის მომზადება სახალისო და საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის , 

суббота, 16 апреля 2016 г.

რეფლექსიის მეხუთე დღე.

         დღევანდელი დღე საინტერესო შრომატევადი - შეფასების მეთოდი , რუბრიკა , შეფასების მოკლე მონახაზი , მეტად საინტერესო და დასაფიქრებელი. ბევრი ახალიც ვისწავლე. თანდათან საინტერესო , დამაჯერებელი და დახვეწილი ხდება პროექტი.  დღეები იწურება და ჩემდაგასაკვირად ტრენინგის დასრულების სურვილი არ მაქვს.

суббота, 9 апреля 2016 г.

რეფლექსია მესამე , მეოთხე დღე

მესამე დღე საკმაოდ დატვირთული იყო ,გავეცანი ინტერნეტრესურსებს და  საოფისე პროგრამებს , გავეცანი GOOGLE -ზე გამოქვეყნებულ სხვადასხვა პროექტის ნიმუშებს .   ისე დამთავრდა ვერც კი მოვასწარი რეფლექსიის დაწერა , ამიტომ დღეს ვწერ.

პროექტზე მუშაობას ვაგრძელებ . ყოველი დღე ძალიან საინტერესოა და ბევრის მომცემი. დღეს ვიმუშავეთ პროექტის მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების შედგენაზე . კითხვების მოძიება არ იყო ძნელი , უბრალოდ მათი ერთმანეთისგან გარჩევა ცოტა გამიჭირდა , თუმცა საბოლოოდ ჩამოვყალიბდი. ასევე შევისწავლეთ GOOGLE DRIVE- ში მუშაობა , შევქმენით საჭირო საქაღალდეები და წარმატებით დავასრულეთ დღევანდელი დღეც.