суббота, 23 апреля 2016 г.

რეფლექსია მეშვიდე დღე

      კიდევ ერთი საინტერესო დღე . ჩემი პროექტიც ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება , სულ ცოტაც და მისია შესრულებულია.დღეს ვისწავლეთ დისკზე ატვირთული მასალის გაზიარება და სასარგებლო ინტერნეტ რესურსებს . 

პროექტის პორტფოლიო

воскресенье, 17 апреля 2016 г.

რეფლექსიის მეექვსე დღე .

აი უკვე მეექვსე დღეა ვაგრძელებ პროექტზე მუშაობას და ვხვდები რომ ეს  "კარგად" გამომდის.პროექტიც იხვეწება.იმატებს ინტერესიც და მართლა რაც უფრო უღრმავდები ,  მით უფრო მეტის გაგების სურვილი გიჩნდება და ხვდები რომ პროექტზე მუშაობის საკითხი   ამოუწურავია .  დღეს ვისაუბრეთ პროექტში არსებული სხვა საკითხების შევსებაზე , როგორიც არის წინარე ცოდნა ,  სასწავლო პროცედურები  და დიფერენცირებული სწავლება . მართალია ეს მნიშვნელოვანია , მაგრამ დღეს ჩემთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა Power Point-ში მუშაობა , ალბათ პრეზენტაციის მომზადება სახალისო და საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის , 

суббота, 16 апреля 2016 г.

რეფლექსიის მეხუთე დღე.

         დღევანდელი დღე საინტერესო შრომატევადი - შეფასების მეთოდი , რუბრიკა , შეფასების მოკლე მონახაზი , მეტად საინტერესო და დასაფიქრებელი. ბევრი ახალიც ვისწავლე. თანდათან საინტერესო , დამაჯერებელი და დახვეწილი ხდება პროექტი.  დღეები იწურება და ჩემდაგასაკვირად ტრენინგის დასრულების სურვილი არ მაქვს.

суббота, 9 апреля 2016 г.

რეფლექსია მესამე , მეოთხე დღე

მესამე დღე საკმაოდ დატვირთული იყო ,გავეცანი ინტერნეტრესურსებს და  საოფისე პროგრამებს , გავეცანი GOOGLE -ზე გამოქვეყნებულ სხვადასხვა პროექტის ნიმუშებს .   ისე დამთავრდა ვერც კი მოვასწარი რეფლექსიის დაწერა , ამიტომ დღეს ვწერ.

პროექტზე მუშაობას ვაგრძელებ . ყოველი დღე ძალიან საინტერესოა და ბევრის მომცემი. დღეს ვიმუშავეთ პროექტის მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების შედგენაზე . კითხვების მოძიება არ იყო ძნელი , უბრალოდ მათი ერთმანეთისგან გარჩევა ცოტა გამიჭირდა , თუმცა საბოლოოდ ჩამოვყალიბდი. ასევე შევისწავლეთ GOOGLE DRIVE- ში მუშაობა , შევქმენით საჭირო საქაღალდეები და წარმატებით დავასრულეთ დღევანდელი დღეც. 

воскресенье, 3 апреля 2016 г.

რეფლექსია . მეორე დღე .

              უფრო  საინტერესო და დატვირთული დღე  , მაგრამ  სახალისო . ჩემი საკუთარი ბლოგიც მაქვს და ვისწავლე კიდეც როგორ გამოვიყენო. ვიმუშავეთ პროექტზე და შევავსეთ რამდენიმე პუნქტი.თავდაჯერებულობა უფრო და უფრო მატულობს . ვიცი საკმაოდ საინტერესო დღეები გველოდება წინ .  

რეფლექსია . პირველი დღე .

          ტრენინგის პირველი დღე,  საინტერესო და ცნობისმოყვარეობით სავსე  . გავიცანი ახალი კოლეგები და ტრენერი .ვისაუბრეთ და ვნახეთ ელექტრონული წიგნი ,რომელიც დამეხმარება მუშაობაში . გავეცანი პროექტზე მუშაობის წესებს . სამწუხაროდ ,ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოვახერხეთ ბლოგის შექმნა. ვფიქრობ ჩემი მოლოდინი გამართლდება , რადგან ტრენინგი საკმაოდ დატვირთული და საინტერესო  აღმოჩნდა .