კიდევ ერთი საინტერესო დღე . ჩემი პროექტიც ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება , სულ ცოტაც და მისია შესრულებულია.დღეს ვისწავლეთ დისკზე ატვირთული მასალის გაზიარება და სასარგებლო ინტერნეტ რესურსებს .
суббота, 23 апреля 2016 г.
воскресенье, 17 апреля 2016 г.
რეფლექსიის მეექვსე დღე .
აი უკვე მეექვსე დღეა ვაგრძელებ პროექტზე მუშაობას და ვხვდები რომ ეს "კარგად" გამომდის.პროექტიც იხვეწება.იმატებს ინტერესიც და მართლა რაც უფრო უღრმავდები , მით უფრო მეტის გაგების სურვილი გიჩნდება და ხვდები რომ პროექტზე მუშაობის საკითხი ამოუწურავია . დღეს ვისაუბრეთ პროექტში არსებული სხვა საკითხების შევსებაზე , როგორიც არის წინარე ცოდნა , სასწავლო პროცედურები და დიფერენცირებული სწავლება . მართალია ეს მნიშვნელოვანია , მაგრამ დღეს ჩემთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა Power Point-ში მუშაობა , ალბათ პრეზენტაციის მომზადება სახალისო და საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის ,
суббота, 16 апреля 2016 г.
რეფლექსიის მეხუთე დღე.
დღევანდელი დღე საინტერესო შრომატევადი - შეფასების მეთოდი , რუბრიკა , შეფასების მოკლე მონახაზი , მეტად საინტერესო და დასაფიქრებელი. ბევრი ახალიც ვისწავლე. თანდათან საინტერესო , დამაჯერებელი და დახვეწილი ხდება პროექტი. დღეები იწურება და ჩემდაგასაკვირად ტრენინგის დასრულების სურვილი არ მაქვს.
суббота, 9 апреля 2016 г.
რეფლექსია მესამე , მეოთხე დღე
მესამე დღე საკმაოდ დატვირთული იყო ,გავეცანი ინტერნეტრესურსებს და საოფისე პროგრამებს , გავეცანი GOOGLE -ზე გამოქვეყნებულ სხვადასხვა პროექტის ნიმუშებს . ისე დამთავრდა ვერც კი მოვასწარი რეფლექსიის დაწერა , ამიტომ დღეს ვწერ.
პროექტზე მუშაობას ვაგრძელებ . ყოველი დღე ძალიან საინტერესოა და ბევრის მომცემი. დღეს ვიმუშავეთ პროექტის მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების შედგენაზე . კითხვების მოძიება არ იყო ძნელი , უბრალოდ მათი ერთმანეთისგან გარჩევა ცოტა გამიჭირდა , თუმცა საბოლოოდ ჩამოვყალიბდი. ასევე შევისწავლეთ GOOGLE DRIVE- ში მუშაობა , შევქმენით საჭირო საქაღალდეები და წარმატებით დავასრულეთ დღევანდელი დღეც.
воскресенье, 3 апреля 2016 г.
რეფლექსია . მეორე დღე .
უფრო საინტერესო და დატვირთული დღე , მაგრამ სახალისო . ჩემი საკუთარი ბლოგიც მაქვს და ვისწავლე კიდეც როგორ გამოვიყენო. ვიმუშავეთ პროექტზე და შევავსეთ რამდენიმე პუნქტი.თავდაჯერებულობა უფრო და უფრო მატულობს . ვიცი საკმაოდ საინტერესო დღეები გველოდება წინ .
რეფლექსია . პირველი დღე .
ტრენინგის პირველი დღე, საინტერესო და ცნობისმოყვარეობით სავსე . გავიცანი ახალი კოლეგები და ტრენერი .ვისაუბრეთ და ვნახეთ ელექტრონული წიგნი ,რომელიც დამეხმარება მუშაობაში . გავეცანი პროექტზე მუშაობის წესებს . სამწუხაროდ ,ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოვახერხეთ ბლოგის შექმნა. ვფიქრობ ჩემი მოლოდინი გამართლდება , რადგან ტრენინგი საკმაოდ დატვირთული და საინტერესო აღმოჩნდა .
Подписаться на:
Сообщения (Atom)